არეა ექსპო – უძრავი ქონებისა და საინვესტიციო პროექტების ყიდვა-გაყიდვის პლატფორმა უზრუნველყოფს საქართველოს უძრავი ქონების წარმოუდგენლად ფართო არჩევანს ერთ სივრცეში. დეველოპერები საქართველოში არსებულ მიმდინარე / დასრულებულ / საინვესტიციო პროექტებს წარმოადგენენ ექსკლუზიურ ფასად საცალო მყიდველისა და ინვესტორების წინაშე მხოლოდ ორი დღის განმავლობაში.
ეს არის ადგილი უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვისთვის, ბიზნეს ურთიერთობებისა და მომავალი პარტნიორული კავშირების დასამყარებლად, პროფესიონალთა გამოცდილების გასაზიარებლად და უძრავი ქონების ბაზრის გასაცნობად.
დაარსების დღიდან ღონისძიების ოფიციალური მხარდამჭერია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, რომელიც ამავდროულად, ყოველწლიურად წარმოდგენილია სტენდით და დაინტერესებულ ადგილობრივ თუ საერთაშორისო ინვესტორებს წარუდგენს სახელმწიფო საინვესტიციო პროექტებს.
ორი დღის განმავლობაში გამოფენა-გაყიდვის პარალელურად გაიმართება ფორუმი, უძრავი ქონების ინდუსტრიის აქტუალური თემებითა და საინტერესო ადგილობრივი თუ საერთაშორისო გამომსვლელებით.
ღონისძიების პირველი დღე დაეთმობა უძრავი ქონების დარგის წამყვანი ექსპერტებისა და საერთაშორისო სპიკერების გამოსვლებს, რომლებიც დარგის უახლეს ტრებდებსა და გამოწვევებს მიმოიხილავენ.
ღონისძიების მეორე დღე ეძღვნება საცალო მომხმარებლებისთვის აქტუალურ, საინტერესო და პრაქტიკულ თემებს.